|
2017-07-21 14:20:18, 2027 ნახვა
საზოგადოება
მცხეთაში 120 დევნილი ოჯახისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო
მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც 2 რვასართულიანი კორპუსი აშენდება. სოზარ სუბარი მცხეთაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ძალიან დიდი ხანია, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მცხეთაში დევნილები უმძიმეს პირობებში ცხოვრობენ. დაიწყო 2 კორპუსის მშენებლობა, სადაც ჯამში ბინას 120 ოჯახი მიიღებს. ეს კორპუსები სრულად დააკმაყოფილებს დევნილებს, რომლებიც მცხეთასა და მცხეთის რაიონში ცხოვრობენ, ყველას ექნება გარემონტებული ბინა. მშენებლობა მომავალი წლის აგვისტოში დასრულდება. ზუსტად წელიწადსა და ერთ თვეში ამ კორპუსებში დევნილები შესახლდებიან და მცხეთაში დევნილების განსახლების პრობლემა აბსოლუტურად მოიხსნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 5 880 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ამით მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა გადაიჭრება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)