|
2017-07-20 11:35:50, 2652 ნახვა
საზოგადოება
PR ინგრედიენტები - მასტერკლასი
21 ივლისს, პარასკევს, 20:00 საათზე, „ეზოში“ GIPA-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და “ეზო“ ღონისძიებას გამართავენ. პიარის, მარკეტინგის, ბრენდინგისა და ივენთ მენეჯმენტის გურუები სტუმრებს პროფესიულ მასტერკლასს ჩაუტარებენ. სპიკერები საკუთარ პროფესიულ საქმიანობას სამზარეულოს დაუკავშირებენ და საზოგადოებასთან ურთიერთობას განსხვავებული რაკურსით დაგვანახებენ. სტუმრები შეიტყობენ თუ რა გემო, არომატი და დიზაინი აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობას. ღონისძიების სპიკერები არიან: ელდარ პირმისაშვილი - სტრატეგიული კომუნიკაციების სააგენტო "პერიტუს ჯგუფის" დამფუძნებელი; ნანა აბურჯანიძე - ტელეკომპანია პირველის კომერციული დირექტორი; მაკა ყუბუსიძე - ღონისძიებათა მართვისა და დაგეგმვის კომპანია "ჯორჯიან ივენტსის" აღმასრულებელი დირექტორი; შოთა ჩინჩალაძე - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო „ლაივის“ დირექტორი და უფროსი ბრენდ კონსულტანტი; საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ: გიორგი გასვიანი და ნინი ნუცუბიძე. ღონისძიების პარტნიორები არიან: Click studio, საკონდიტრო ”ბელაჯიო“, ღვინის კომპანია „ბაიას ღვინო“, giffer.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)