|
2017-07-19 20:48:01, 2511 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს“ - ქალთა სოლიდარობის მარში დასრულდა
აღმაშენებლის გამზირზე გამზირე ქალთა სოლიდარობის მარში დასრულდა. აქციის მონაწილეებმა სოციალურ ქსელში გაეროში საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ მუქარა გააპროტესტეს და აღნიშნული მუქარის ავტორების დასჯა მოითხოვეს. „ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც თუნდაც ერთი ქალის უფლება დაირღვევა“, - განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა. აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, რკინიგზელთა კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მარჯანიშვილის მეტროსთან დასრულდა. ქალთა სოლიდარობის მარშში ასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე საზოგადოებისათვის ცნობილმა სახეებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში, თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. პოსტი ამ დროისთვის წაშლილია. ამასთან, კომენტარების ავტორთა ნაწილი აცხადებს, რომ ეს მათ არ დაუწერიათ. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)