|
2017-07-19 16:59:58, 767 ნახვა
რეგიონი
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორი ახალი განყოფილება გაიხსნა
აჭარის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ორი ახალი განყოფილება გაიხსნა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირებული სივრცე გათვალისწინებულია 65 წლისა და 65 წელს გადაცილებული მოხუცებისთვის 24 საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფისათვის, ასევე ფსიქოსომატური აშლილობის მქონე (ნევროზული რეგისტრის) პაციენტთა სტაციონარული მომსახურებისათვის. ღეს, ახალი განყოფილებები აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, მინისტრის მოადგილეებმა ლელა სურმანიძემ და ზურაბ თენიეშვილმა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელმა ნუგზარ სურმანიძემ, ასოციაცია „ერთმანეთისთვის“ ხელმძღვანელმა სოფიო ბაკურიძემ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა დაათვალიერეს. ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღჭურვილი გერიატრიული განყოფილება 50 პაციენტზეა გათვლილი, ფსიქოსომატური აშლილობის მქონე ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია 15 ადგილი. განყოფილებებისთვის განკუთვნილ ფართს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, შეიქმნა ადაპტირებული გარემო, კეთილმოეწყო მოსასვენებელი ოთახები, სველი წერტილები, სასადილო ოთახი, გართობის და დასვენებისთვის განკუთვნილი ოთახები. ასევე დამონტაჟდა ლიფტი. მკურნალობა ითვალისწინებს მოვლა-პატრონობას, სამჯერად კვებას, ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფას. აღნიშნულ პროგრამებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აფინანსებს და აჭარაში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის მომსახურეობა უფასოა. იხილეთ სამინისტროს პროგრამები: ნევროზული რეგისტრის დაავადებების მქონე პირთა სტაციონარული მკურნალობა ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: ✆ +995 (422) 24-79-72, ✉ info.molhs@molhs.gov.ge , www.adjara.gov.ge
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)