|
2017-07-19 14:52:37, 2350 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მოხალისეთა მიღებას იწყებს
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო კამპანიას იწყებს. როგორც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დევნილი მოსახლეობისთვის საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას მიწოდების მიზნით, სააგენტო 72 მოხალისეს აიყვანს. „ შერჩეულ მოხალისეებს დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში ასახული პროგრამების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ. რის შემდეგაც მოხალისეები სამეგრელო-ზემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ 8000-მდე დევნილ ოჯახს პირადად შეხვდებიან და საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს გააცნობენ. საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება 23 ივლისამდე გრძელდება. განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ოფიციალურ Facebook გვერდზე. შერჩეული მოხალისეები მუშაობას აგვისტოს პირველ ნახევარში დაიწყებენ და მათი შრომა ანაზღაურდება. დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, საინფორმაციო კამპანიის ჩატარებაში, პარტნიორობას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA უწევს“,-ნათქვამია სამინისტროს მიერ განცხადებაში. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)