|
2017-07-16 18:27:13, 2516 ნახვა
საზოგადოება
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაპზონის საკონსულოში იმყოფებიან
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბავშვები ამ დროისთვის ტრაპიზონის საკონსულოში იმყოფებიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მას შემდეგ რაც ბავშვები სხვადასხვა ქალაქიდან შეგროვდებიან, მათ საქართველოში გადმოიყვანენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, უახლოეს საათებში ბავშვები საქართველოში გაემგზავრებიან. "უახლოეს საათებში ჩვენ ბავშვებს გავამგზავრებთ სამშობლოში,სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი რჩება საავადმყოფოში, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მათ მაქსიმალური ყურადღება ექცევათ. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში მათი გადაყვანაც მოხერხდება სამშობლოში. არაერთი კითხვა დაისვა მიზეზებზე , ჯერ-ჯერობით პასუხი არ გვაქვს ეს სამართალდამცავების პრეროგატივაა, თუმცა მოქალაქეებთან პირად საუბრებში ყველა გვიდასტურებს,რომ ყველას ეძინა და არავინ არ იცის კონკრეტულად რა მოხდა და ვისი, ან რისი ბრალი იყო“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ თურქეთში დაშავებულების მონახულების შემდეგ. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალ ავტობუსში 38 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 26 ბავშვი. ამ დროისათვის ისინი თავს კარგად გრნობენ. ოთხი დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ტრაპიზონში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან ერთად, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში. მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ დაშავებულთა მდგომარეობას, შეხვდნენ ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)