|
2017-07-16 15:53:21, 2227 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძემ თურქეთში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერისიონის საბავშვო სტუდია ''ლამპრების'' წევრები მოინახულა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს მოქალაქეების მოსანახულებლად, ტრაპიზონში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული იასინ თემისქანი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მთავრობის წარმომადგენლები დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. ისინი ადგილობრივ ექიმებს და დაზარალებულთა ახლობლებს შეხვდნენ. დაშავებულები ასევე ტრაპიზონის მერმა, ვოლქან ჯანალიოღლუმ მოინახულა. დაშავებულები თავს კარგად გრძნობენ. ორი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმთა შეფასებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. იგეგმება ბავშვების საქართველოში გადმოყვანა. ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხევა დღეს ტრაბზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. ავტოავარიის შედეგად 38 ადამიანი დაშავდა. ცეკვის ანსამბლი გასტროლებზე ბულგარეთში მიდიოდა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)