|
2017-07-14 15:24:05, 1986 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები ქ. ახმეტაში რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდნენ და სხვადასხვა დაავადებების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის მიზანია, ლაბორატორიის სერვისების მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია. შეხვედრის დროს, ხდება სოფლის-მეურნეობაში ჩართული პირებისგან ინფორმაციის მოძიება, ლაბორატორიული სერვისის სფეროში არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ. მსგავსი შეხვედრები ორი წლის განმავლობაში ტარდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. დამსწრე პირებს შესაძლებლობა ექმნებათ კითხვა-პასუხის რეჟიმში ლაბორატორიის სპეციალისტებისაგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. ასევე, რიგდება ვეტერინარული დაავადებების შესახებ შექმნილი საცნობარო ბროშურები, რომელიც ეხმარება ფერმერებს დაავადებებისგან გამოწვეული ფინანსური ზარალი თავიდან აიცილონ. შეხვედრა ხორციელდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობით. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)