|
2017-07-14 13:29:27, 722 ნახვა
რეგიონი
„მე მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს“ - ცნობილი მთამსვლელი, რეინოლდ მესნერი ჯიღაურას ბაზას ეწვია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელი, მწერალი და მოგზაური რეინოლდ მესნერი ესტუმრა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერებინეს, ქართული ღვინის დაყენების მეთოდები და მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გააცნეს. მსოფლიოში პირველმა მთამსვლელმა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნა. „საქართველოში ჩამოსვლამდე გაგონილი მქონდა ქართული ღვინის შესახებ. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული დავრჩი. ამბობენ, ღვინო სათავეს სამხრეთ იტალიიდან იღებს. მე ვაყენებ ღვინოს და მჯერა, რომ ღვინო სათავეს საქართველოდან იღებს და აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში. თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი და ღვინის დიდი კულტურა აქვს. მე მჯერა, რომ ქართული ღვინო დაიპყრობს მსოფლიოს. მე მომწონს კლასიკური წითელი ღვინო, ზოგჯერ ვსვამ თეთრსაც, მაგრამ წითელი ღვინო არის ჩემი საყვარელი სასმელი“, - აღნიშნა რეინოლდ მესნერმა. რეინოლდ მესნერი საქართველოში მთის კურორტების პოტენციალის გასაცნობად ჩამოვიდა. მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყო, ის პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლადია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომელშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)