19:04 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 17:51:54, 3428 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ოთარ აბესაძე დუმილის უფლებას იყენებს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ოთარ აბესაძის ადვოკატის ლილი გელაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ოთარ აბესაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

"ბრალდების კვალიფიკაცია ამ ეტაპზე არ შეცვლილა, ანუ ქრთამზე არის წარდგენილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ამ ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება, რაც ნიშნავს რომ ის არ აღიარებს ამ ეტაპისთვის ბრალს. მტკიცებულებებზე და საქმის მასალებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიებაზე. ამ ეტაპზე ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე თავს ვიკავებთ შეფასებისგან. უბრალოდ შეგვიძლია მის პოზიციაზე გითხრათ, რომ ის იყენებს დუმილის უფლებას", - განაცხადა გელაშვილმა.

ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, ოთარ აბესაძე თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს.

შეგახსენებთ, ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics