|
2017-07-12 14:39:52, 2866 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანი“ ავღანეთში სამგზავრო ავტობუსს თავს დაესხა - დაიღუპა 7 ადამიანი
ავღანეთის პროვინცია ფარაჰში, ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანის“ წევრები სამგზავრო ავტობუსს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ Tolo News იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტებმა სამგზავრო ავტობუსის გააჩერეს, 7 ადამიანი გამოიყვანეს და ჩაცხრილეს. ამასთან, თავდამსხმელებმა გზაზე, რომელიც ქალაქებს ფარაჰსა და ჰერათს აკავშირებს, მოძრაობა ჩაკეტეს. როგორც მედია წერს, ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩაატარებული სპეცოპერაციის შედეგად, 10 ტერორისტი მოკლეს და 7 დაჭრეს. შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე თვეა ავღანეთში სიტუაცი მკვეთრად გაუარესდა. თალიბანმა, რომელიც აქამდე ქვეყნის რეგიონების მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებდა, დიდ ქალაქებზე თავდასხმები დაიწყო. ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენაც გაძლიერდა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად მომხდარ თავდასხმაზე "თალიბანს" პასუხისმგებლობა ჯერ არ აუღია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)