|
2017-07-12 10:43:19, 2266 ნახვა
სამართალი
ავტოსკოლების ლიცენზირების და მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საკითხებზე სპეციალური ჯგუფი შეიქმნება
შინაგან საქმეთა სამინისტროში ავტოსკოლების ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე - დავით ვარდიაშვილი, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი - ნიკა გელაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტოსკოლებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების და ამ პროცესში ავტოსკოლების ჩართულობის საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს ავტოსკოლებში არსებულ სასწავლო პროგრამებზე და ის მიმართულებები განიხილეს, რომელთა განვითარების შედეგად, ავტოსკოლებში სწავლის ხარისხი გაუმჯობესდება. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, შეიქმნება ახალი, ერთიანი სტანდარტი, რომლის საფუძველზეც, ლიცენზირებული ავტოსკოლა კვალიფიციური მძღოლის მომზადებას შეძლებს. შს სამინისტროს წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ავტოსკოლების წარმომადგენლების შეფასებებიც მოისმინეს. სტუმრები შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მიმართულებით დანერგილ და დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს გაეცნენ. შეხვედრაზე ავტოსკოლების ლიცენზირების და მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)