|
2017-07-11 11:23:13, 2300 ნახვა
სამართალი
მამა გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
მამა გიორგი მამალაძე პატივისა და ღირსების შელახვისთვის 6 მაღალჩინოსნისგან, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი სარჩელი, რომელიც საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, სააპელაციო სასამართლოშია გაგზავნილი. „ორი სამოქალაქო სარჩელი დაიწერა, პატივის, ღირსების შელახვისთვის და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ერთი ეხებოდა ედიშერ ქარჩავას, რომელიც გარკვეული ბრძოლის და შენიშვნების მიღების შემდეგ მიღებული იქნა სასამართლო მიერ და ანალოგიური შინაარსით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართ მოთხოვნა იგივე პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით, სასამართლომ არ მიიღო. ჩვენ არ გვინდა შერჩევითი სამართლის პრეცედენტი იყოს დაშვებული და სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ. მათ გადაწყვიტონ, რამდენად მისაღები იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)