|
2017-07-10 20:10:07, 1908 ნახვა
საზოგადოება
„რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს მთლიანობა“- შესაბამისი პეტიცია მომზადდა
სოციალურ ქსელში პეტიცია მომზადდა. პეტიციის ავტორი ითხოვს, რუსმა ტურისტებმა ქვეყანაში შემოსვლისას ხელის მოწერით აღიარონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. პეტიციას ამ დროისთვის 1701 ხელმოწერა აქვს: „ოკუპანტი, აგრესორი ქვეყნიდან ტურისტების უვიზოდ მიღება საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ამის გამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავმიჯნავთ რუსეთს - როგორც აგრესორ სახელმწიფოს, და რუსეთიდან შემოსულ ტურისტს - როგორც ამ აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკის მსხვერპლს და არა - მიმდევარს. შესაბამისად, ლოგიკურია მოვითხოვოთ მათგან ამის ფორმალური დადასტურება ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის დროს - იმის აღიარება, რომ ისინი არ იზიარებენ რუსეთის სახელმწიფოს ოფიციალურ, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელ პოზიციას. ტექსტი შეიძლება იყოს მიახლოები ასეთი: "ვკვეთავ რა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს საკუთარი სურვილით, ვიზიარებ მასპინძელი ქვეყნის საზღვრების დეფინიციას, კერძოდ, ვაფიქსირებ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო მიმაჩნია საქართველოს შემადგენელ ნაწილად". ამ ხელმოწერებს არ ექნება რაიმე იურიდიული ძალა, თუმც იგი იქნება ნათელი მესიჯი ყველასათვის, რომ რუსი ტურისტების შემოშვებით საკუთარ პრინციპებს არ ვღალატობთ, და ტურისტებად ვუშვებთ ხალხს, რომელიც არ იზიარებს აგრესორი ქვეყნის მტრულ იდეოლოგიას. ტურისტები რომლებიც არ დააფიქსირებენ თავიან ხელმოწერას, გაბრუნდებიან საზღვრიდან უკან. აღნიშნული მექანიზმი შეიძლება დარეგულირდეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არსებული კანონის ფარგლებში“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)