|
2017-07-10 16:18:13, 3489 ნახვა
საზოგადოება
ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს
ბაგრატის ტაძარი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი 2008 წელს განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. „იუნესკოს ნომინაციაზე იყო წარდგენილი გელათისა და ბაგრატის ტაძარი. 2010 წელს იუნესკომ მთლიანი კომპლექსი გადაიტანა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში, რადგან 2008 წელს განხორციელდა რეაბილიტაცია და იუნესკომ ეს შეაფასა, როგორც დაუშვებელი ჩარევები სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს. შედეგად, ძეგლმა დაკარგა ზოგადსაკაცობრიო ღირებულება“, - განაცხადეს სამინისტროში. მათივე ცნობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა, რომ გელათისა და ბაგრატის სამონასტრო კომპლექსები სხვადასხვა ობიექტებად ყოფილიყო ნომინირებული. შედეგად, გელათის სამონასტრო კომპლექსი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხას დაუბრუნდა. „ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა, რათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გელათისა და ბაგრატის სამონასტრო კომპლექსები სხვადასხვა ობიექტებად ყოფილიყო ნომინირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაგრატის ტაძარი ამოღებულ იქნა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან. მიუხედავად ამისა, კულტურის სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად იწყებს მუშაობას ახალ პროექტზე - ქუთაისის ისტორიული ლანდშაფტის ზონის ნომინაციაზე, სადაც ბაგრატის ტაძარიც მოიაზრება“, - განაცხადეს კულტურის სამინისტროში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)