|
2017-07-10 15:51:57, 2118 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდმა კორპორატიული თასი მოიპოვა
შსს-ს საპატრულო პოლიციის საფეხბურთო გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების გათამაშების კორპორატიული თასის მფლობელი გახდა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალურ მატჩში ერთმანეთს საპატრულო პოლიციის და „ევროპაბეთის“ საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრე ხვადაგიანი და დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ. თამაში დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. შსს-ს სპორტსმენებმა ფინალურ შეხვედრაში „ევროპაბეთის“ გუნდი 5:2 ანგარიშით დაამარცხეს. ოქროს ლიგის შარშანდელმა გამარჯვებულმა, შსს-ს საპატრულო პოლიციის გუნდმა გათამაშების კორპორატიული თასი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პოლიციის კაპიტანი, ირაკლი ქარჩავა დასახელდა. ნომინანტები და გამარჯვებული გუნდი შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ხვადაგიანმა დააჯილდოვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)