|
2017-07-08 13:39:53, 2793 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
მაკრონი მარგველაშვილს წერილს უგზავნის - საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მხარდაჭერას
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მადლობის წერილს უგზავნის და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას. წერილის ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს მჭიდრო და უმაღლესი ხარისხის ურთიერთობები აკავშირებს. "გულითად მადლობას მოგახსენებთ ამა წლის 7 მაისით დათარიღებული წერილისთვის, რომლითაც წარმატება მისურვეთ საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად ჩემს არჩევასთან დაკავშირებით. ეს განსაკუთრებულად ემოციური იყო ჩემთვის. როგორც თქვენ აღნიშნავთ, საფრანგეთსა და საქართველოს მჭიდრო და უმაღლესი ხარისხის ურთიერთობები აკავშირებს, რომლებიც დამყარებულია საერთო ღირებულებებზე, რასაც ადასტურებს, თუნდაც, უმაღლესი დონის შეხვედრების სიხშირე. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი წლები საშუალებას მოგვცემენ, უფრო გავაღრმაოთ ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიალოგი და თანამშრომლობა ყველა სფეროში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ ამ მიმართულებით ჩემს სრულ ჩართულობაში და ასევე, ჩემს ერთგულებაში, რომ საფრანგეთი გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროკავშირთან მისი დაახლოების მხარდაჭერას, მშვიდობის, სტაბილურობისა და მთელი რეგიონის განვითარების სასარგებლოდ. გთხოვთ, ირწმუნოთ, ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა", - ნათქვამია ემანულ მაკრონის წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)