|
2017-07-07 15:08:14, 2184 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, პაულა რისიკოს შეხვდა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სკანდინავიის ქვეყნებთან და მათ შორის, ფინეთის რესპუბლიკასთან, საქართველოს შს სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თავის მხრივ, ფინეთის შს მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმებას ოპერატიული და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მღებრიშვილმა ფინელ კოლეგას უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა საქართველოსა და ფინეთის შს სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს, მათ შორის, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და სასაზღვრო უსაფრთხოების მიმართულებით. ფინეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ჰელსინკში მიიწვია და მისგან თბილისში ოფიციალური მოწვევა მიიღო. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)