|
2017-07-07 12:38:17, 2339 ნახვა
საზოგადოება
სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნის გიდებისთვის ტურების ჩატარების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია გავრცელდა
სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია - "აეკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებსა და მძღოლებს ტურების ჩატარება საქართველოს ტერიტორიაზე". პეტიციაზე ხელმომწერნი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას მიმართავენ. როგორც პეტიციის ტექსტშია ნათქვამი, მოთხოვნას საფუძვლად უდევს უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლების მიერ გაწეული უხარისხო ტურისტული მომსახურება, რომლის დროსაც, არ ხდება ქვეყნის ისტორიისა და კულტურის სათანადოდ გაცნობა ტურისტებისთვის, ასევე, ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულია ფაქტები და მოვლენები. "აღსანიშნავია, რომ ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული პირების ლიცენზირება ამ პრობლემას გარკვეულწილად გადაჭრის. პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისა და მძღოლების თავისუფალი საქმიანობის დარეგულირებაა ჩვენს ქვეყანაში. საჭიროა ტუროპერატორების, ტურაგენტების, გიდებისა და მძღოლების ლიცენზირება გარკვეული სტანდარტების გათვალისწინებით. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამ სფეროს არეგულირებენ და მათ ქვეყანაში სხვა ქვეყნის მოქალაქე გიდს ეკრძალება საქმიანობა. გთხოვთ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთქმული და მიიღოთ შესაბამისი ზომები", - ნათქვამია პეტიციაში. ცნობისთვის, პეტიციას 844 მოქალაქემ ხელი უკვე მოაწერა, თუმცა 9156 ხელმოწერაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)