|
2017-07-06 17:33:30, 2223 ნახვა
საზოგადოება
ტექნოპარკს ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების მინისტრი ესტუმრა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ზვიადაძემ ტექნოპარკში ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს მელფორდ ნიკოლას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ტექნოპარკის ულტრათანამედროვედ მოწყობილი შენობა და მატერიალურ ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. მელფორდ ნიკოლა დეტალურად გაეცნო ინოვაციების სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკას. ანტიგუა და ბარბუდას ტელეკომუნიკაციების და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრს აღნიშნულ სფეროში 25 წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში მელფორდ ნიკოლა კერძო სექტორში სწორედ ტელეკომუნიკაციების მიმართულებით მუშაობდა. საქართველოში ეს მისი პირველი ვიზიტია. ინოვაციების სააგენტოს საერთაშიროსო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ლაშხმა უცხოელ სტუმარს დეტალურად წარუდგინა სააგენტოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. შეხვედრის ფარგლებში საუბარი იყო სააგენტოს მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)