02:04 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 13:37:14, 1923 ნახვა

საზოგადოება
დევნილებს სახლების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებების შევსება ელექტრონულად შეეძლებათ

დევნილებს სახლების მიღებასთან დაკავშირებით განაცხადების შევსება ცენტრალურ ოფისებში მიუსვლელად, იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, ელექტრონულად  შეეძლებათ.

აღნიშნულს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი მოდელი ითვალისწინებს, რომელიც დევნილების მომსახურების გაზრდის თვალსაზრისით შეიქმნა.

ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის ინფორმაციით, პროგრამის დაწყებიდან 6 თვეში დევნილებს შეეძლებათ, ელექტრონულად თავად შეამოწმონ, როგორ მიმდინარეობს მათთვის სახლების გადაცემის პროცესი.

 „დღეს დავამტკიცეთ ახალი მოდელის შექმნა . უნდა შეიქმნას მოდელი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დევნილებს საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა რაიონში,  სოფელში, ცენტრალურ ოფისებში მიუსვლელად შეავსონ განაცხადები სახლების მიღებასთან დაკავშირებით იუსტიციის სახლებთან თანამშრომლობით, საზოგადოებრივ ცენტრებთან თანამშრომლობით. უშუალოდ აქ  შეეძლებათ შევსება. 40 000-მდე განაცხადი დღეს დევს მატერიალური ფორმით, ქაღალდებზე ერთმანეთზე დაწყობილი  სამინისტროში. დევნილს თუ სურს, გაიგოს, რა მდგომარეობაშია მისი განაცხადი, უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე, ან უნდა დაწეროს  განცხადება, მოვიდეს, ამოიღონ არქივიდან ეს მასალები, ნახონ, მისცენ პასუხი. ამ პროგრამის დაწყებიდან 6 თვეში, დევნილებს  შეეძლებათ თვითონ შეამოწმონ თავისი განაცხადები ელექტრონულად, სად არიან, რამდენი ქულა აქვთ, როდის აქვთ შანსი და ა.შ. მნიშვნელოვანი იქნება დევნილების მომსახურების გაზრდის თვალსაზრისით“,-აღნიშნა  სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics