|
2017-07-05 17:18:40, 2431 ნახვა
საზოგადოება
მარტვილში იუსტიციის სახლი აშენდება
სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღებას მარტვილის მოსახლეობაც შეძლებს. მალე ქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება. ის ადგილი, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოინახულა. მარტვილის იუსტიციის სახლი 700 კვ. მეტრი იქნება და ის 6616 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. მისი პროექტი არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანს ეკუთვნის. იუსტიციის სახლში 8 პირი დასაქმდება. მარტვილის იუსტიციის სახლი მე-20 იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც მომხმარებელს მაღალი ხარისხის, სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას შესთავაზებს. სერვისების მიღება აქაც მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში იქნება შესაძლებელი. დღიესათვის, იუსტიციის სახლის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, რუსთავის, მარნეულის, მესტიის, ახალციხის, ყვარლის, თელავის, გურჯაანის, ოზურგეთის, გორის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ონის იუსტიციის სახლებში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)