|
2017-07-04 17:12:09, 2003 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად სამმხრივ თანამშრომლობას მოეწერა ხელი
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სამმა სახელმწიფო უწყებამ ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმი შეიმუშავეს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ინფორმაციული გაცვლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის სამმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. უწყებებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება უზრუნველყოფს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) გამართვას. ერთობლივი თანამშრომლობის მექანიზმი ხელს შეუწყობს ამ უწყებებსა და მათ ქსელში ნებისმიერი საინფორმაციო სისტემის ეფექტურ მართვას. ინფორმაციული გაცვლის სისტემის გამოყენება შეიძლება მოვლენების ახსნისას, შედეგების პროგნოზირებისას და სტრატეგიების დაგეგმვისას. აღსანიშნავია, რომ სისტემის გამართვა მნიშვნელოვანია ლაბორატორიული მონაცემების, ასევე მონიტორინგის ვიზუალიზაციისათვის. ის, ასევე საშუალებას იძლევა ტესტის შედეგებისა და მონაცემთა ელექტრონულ გაცვლას/გაზიარებას. ასევე, თანამშრომლობის ფორმები მოიცავს: გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების (გის) მონაცემთა ბაზების, ვექტორული და რასტრული მონაცემების, საბაზისო და თემატური გის ფენების, გის რუკებისა და ვებ–სერვისების გაცვლას, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-მეთოდური მასალის შექმნას, პარტნიორობას გის სწავლების ორგანიზებაში და ა.შ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)