|
2015-04-21 16:59:48, 597 ნახვა
საზოგადოება
C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სრულიად უფასო იქნება
საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეად"-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. ამ ხელმოწერით საფუძველი ეყრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალ პროექტს, რომლის ანალოგი აქამდე არ განხორციელებულა. პროგრამის მიზანია C ჰეპატიტის ელიმინაცია საქართველოში" და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება, ახალი შემთხვევების აღმოცენების პრევენცია. ხელმოწერის ცერემონია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" შედგა. ხელმოწერის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დროსაც ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია "გილეადის" წარმომადგენლებმა მედიის შეკითხვებს უპასუხეს. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უფასო იქნება. მკურნალობა კი, თანამედროვე, უაღრესად ეფექტური მედიკამენტებით განხორციელდება. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, სერგეენკოს განმარტებით, სოციალურად დაუცველებისთვის დიაგნოსტიკა უფასო იქნება. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო დიაგნოსტიკის ღირებულების 70%-ს დააფინანსებს, 30%-ს კი-ადგილობრივი ბიუჯეტი. არასოციალურად დაუცველებს დიაგნოსტიკის ღირებულების 30%დაუფინანსდებათ, 70%-ს კი პაციენტი გადაიხდის. დავით სერგეენკოს განცხადებით, ის, რაც მთელ მსოფლიოში 80-დან 100 000 დოლარამდე ღირს, საქართველოს მოქალაქეებს 144-დან 300 ლარამდე დაუჯდებათ. "დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც კი ეს სჭირდება, ვინც არის დაავადებული C ჰეპატიტით, მიიღებს ხელმისაწვდომ მკურნალობას თანამედროვე, უაღრესად ეფექტური მედიკამენტით. ხელმისაწვდომი-ახლა უკვე შემიძლია დავასახელო, წინა მოლაპარაკებამდელ პერიოდში ამას ვერ ვამბდობდი, წამალი პაციენტისთვის იქნება უფასო, ის გადაიხდის ნულს წამალში. ის საერთოდ არაფერს არ გადაიხდის. რაც შეეხება დიაგნოსტიკის კომპონენტს, ცხადია, სწორი დიაგნოზი სჭირდება იმისათვის, რომ შესაბამისი დანიშნულება მიიღონ, ამაშიც დავეხმარებით. სოციალურად დაუცველებს დავეხმარებით ღირებულების 70%-ით,ხაზს ვუსვამთ ღირებულება არის 480 ლარი დიაგნოსტიკის, ხოლო არა სოციალურად დაუცველის უფრო მოკრძალებულად 30%-ით. შესაბამნისად, ის, რაც მთელ მსოფლიოში ჯდება 80-დან 100 000 დოლარამდე საქართელოს მოსახლეობას, მოქალაქეებს დაუჯდებათ 144-დან 300 ლარამდე",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)