|
2017-07-03 20:17:59, 2125 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური მომხმარებელთა დაცვის კანონისა და პოლიტიკის მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის მე-2 შეხვედრას ესწრება
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ორგანოში (UNCTAD), მომხმარებელთა დაცვის კანონისა და პოლიტიკის მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის მე-2 შეხვედრას ესწრება. შეხვედრა 3-4 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ოფისში იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს, მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა განიხილეს. ასევე, UNCTAD-ის სამდივნომ მომხმარებელთა დაცვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოში არსებული პრაქტიკის ანალიზის შედეგად შემუშავდა. ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს სახელმძღვანელო დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ ხადური, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, 5-7 ივლისს, ასევე დაესწრება კონკურენციის კანონისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის მე-16 შეხვედრას. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)