სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში გაშენებული ზეთისხილის  ბაღები დაათვალიერა და ქართული ზეთისხილის  გადამამუშავებელ  საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო. 

" />
23:13 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-03 11:46:52, 1813 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი სიღნაღში ზეთისხილის გადამამუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში გაშენებული ზეთისხილის  ბაღები დაათვალიერა და ქართული ზეთისხილის  გადამამუშავებელ  საწარმოში სამუშაო პროცესს გაეცნო.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საწარმო  ჰოლანდიურ-თურქული  ერთობლივი ინვესტიციითა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი  საწარმოების  თანადაფინანსება“ ფარგლებში გაიხსნა.

უწყების ინფორმაციით,  პროექტი, რომლის  საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით  5 მილიონი ლარია,   ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.

 ზეთისხილის საწარმო  ულტრათანამედროვე  ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის  კონკურენტუნარიანი  ქართული  პროდუქციის  წარმოების საშუალებას იძლევა.  ქარხნის წარმადობა სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა (საათში  10 ტონა)  ზეთისხილის მარინადის და ექსტრა ვირჯინის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის წარმოების  შესაძლებლობას  ქმნის.

 ქართული ზეთისხილი განკუთვნილია  როგორც ადგილობრივი  ბაზრისთვის,   ასევე  საექსპორტოდ.  კომპანია სამომავლოდ  გეგმავს პროდუქცია   ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა  და დსთ-ს სივრცეში გაიტანოს.

ახალ  საექსპორტო  ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია კარფურისა და სხვა   საერთაშორიოსო  სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს.  

წელს ქართული  ზეთისხილის  პირველ მოსავალს კომპანია საკუთარ საწარმოში გადაამუშავებს.   საწარმო  კახეთის რეგიონში 100 ადგილობრივს ასაქმებს. 

მომავალში  წიბწის, ბროწეულის  და ატმის კურკის ზეთის  წარმოების დაწყებაც იგეგმება, რათა წარმოება არამხოლოდ  სეზონურად, არამედ  მთელი წლის განმავლობაში იყოს შესაძლებელი. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics