17:00 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 11:41:21, 2096 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სკოლის მოსწავლეების მიღება დაიწყო

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2017-2018 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება მიმდინარეობს.

საბუთების ჩაბარება 26 ივნისიდან დაიწყო და 7 ივლისამდე გაგრძელდება. საბუთების მიღების პარალელურად ლიცეუმში სწავლის გაგრძელების მსურველები ფიზიკურ ტესტს აბარებენ.

ტესტი სირბილს 60 და 2000 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ღერძზე აზიდვას მოიცავს. ფიზიკური ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, მოზარდები ზოგადი უნარების გამოცდას 12 ივლისს ჩააბარებენ. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 3 აგვისტოს გამოქვეყნდება.

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამ დროისთვის ლიცეუმს უკვე ექვსი გამოშვება ჰყავს. ლიცეუმმა გასულ წელს პირველად გოგონებიც მიიღო.

ლიცეუმს 12 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების დონეზეა მოწყობილი და გააჩნია ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
პაპუაშვილი პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: შენდობას წინ ყოველთვის უძღვის სინანული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics