|
2015-04-21 12:33:42, 633 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ევროპისა და აზიის ოფისის დირექტორს, ლეს ვიგერს და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს შეხვდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში თანამედროვე და ჰუმანური სასჯელაღსრულების პრაქტიკის განვითარებაზე, მულტიდისციპლინარული გუნდის ფორმირების ხელშეწყობაზე, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა შესაბამის მომზადებასა და აღნიშნული მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერის როლზე ისაუბრეს. უწყების ცნობით, ლეს ვიგერმა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა. მან მინისტრს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლების მიერ კოლორადოს სასჯელაღსრულების საერთაშორისო სასწავლო ცენტრში რისკების მართვის პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა. „მოხარული ვარ, რომ ვარ საქართველოში, მქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან. საქართველოს სასჯელაღსულებისა და პრობაციის სამინისტრო, აშშ-ს საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ ვეხმარებით სამინისტროს რეფორმის განხორციელების პროცესში, ეს დახმარება ითვალისწინებს სისტემის თანამშრომლების სასწავლო ვიზიტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აგრეთვე, ჩვენი წარმოამდგენლები ჩამოდიან საქართველოში, რათა გავუზიაროთ გამოცდილება სასჯელაღსულების სფეროს თანამშრომლებს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებების კატეგორიებად დაყოფას, ასევე, მსჯავრდებულებისთვის რეაბილიტაციის პროგრამებს, რათა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ სრულფასოვანი რესოციალიზაცია შეძლონ“, - განაცხადა ლეს ვიგერმა. თავის მხრივ, მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ლეს ვიგერს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. „სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადებაა. სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება კადრების მომზადების კუთხით დროული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. სისტემის თანამშრომლეთა პირველმა ჯგუფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლო პროგრამა წარმატებით გაიარა და ახლა უკვე ისინი საკუთარ გამოცდილებას სხვა თანამშრომლებს უზიარებენ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემას 1 მილიონი დოლარი გამოუყო, რომლის ფარგლებში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში თანამედროვე სტანდარტების განვითარების მიზნით სისტემის თანამშრომელთა გადამზადება ხორციელდება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)