15:29 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 16:45:54, 2483 ნახვა

სამართალი კომენტარი
მუხთარლის ადვოკატი: პრეზიდენტი აქტიურად ადევნებს თვალს საქმის შემდგომ განვითარებას

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს  გამოძიებასთან არსებული დეტალები და ის კითხვები გააცნეს, რომლებიც მათ გააჩნიათ.

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს აფგან მუხთარლის მეუღლისა და პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რომელსაც თავადაც ესწრებოდა.

"ასევე პრეზიდენტი ჩავაყენე საქმის კურსში  მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით,  რომელიც ჩვენს მოთხოვნას შეეხება დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. პრეზიდენტი დაინტერესდა საკითხით. პრეზიდენტისგან მოვისმინეთ, რომ მომავალშიც აქტიურად ადევნებს თვალს საქმის შემდგომ განვითარებას და რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს საქმე როგორც კონკრეტული პირის უფლებების დაცვისთვის, ისე ქვეყნის იმიჯისთვის",-აღნიშნა ადვოკატმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics