17:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 15:24:38, 1963 ნახვა

საზოგადოება
კრწანისში ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა

თბილისის ტურისტულ ზონაში, ნარიყალასა და ლეღვთახევში, ქვეწარმავლების გავრცელების საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები ჩატარდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის გამგეობისა და სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ერთობლივი აქციის ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ხსნარით - რეპელენტით შეიწამლა.

შეწამვლის პროცესს ადგილზე  კრწანისის გამგებელი ეცნობოდა. 

 გიორგი კოპალეიშვილის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები მთელი რაიონის მასშტაბით ტარდება.

„პრევენციული ღონისძიებებით ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ მოქალაქეთა და ვიზიტორთა უსაფრთხოება ქალაქში. ტერიტორიების რეპელენტით შეწამვლა-დამუშავება არის ქვეწარმავლებისგან დაცვის ყველაზე აპრობირებული მეთოდი და რაც მთავარია, ეს ნივთიერება  საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა კოპალეიშვილმა.

დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელება სეზონურად, ტემპერატურ მატებასთან ერთად დაიწყო, რის პარალელურადაც, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ზომებია მიღებული.
 ამასთან, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მოქალაქეებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გამოძახება 112-ზე 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics