|
2017-06-26 20:51:16, 1981 ნახვა
საზოგადოება
ბაგა-ბაღების პერსონალისთვის შესაძლოა, ქცევისა და ეთიკის ნორმები დაწესდეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს. ,,მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდი შემოგვაქვს აღზრდა-განათლების პროცესის ფუნდამენტად. ეს დოკუმენტი ქმნის კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, ასევე აღმზრდელებისა და ბაგა-ბაღების მენეჯმენტისთვის“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა. კომისიის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავების მნიშვნელობაზე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა. სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება საკრებულოს დეპუტატებმა ია მაკასარაშვილმა, ლია ჯახველაძემ, UNICEF-ის საგანმანათლებლო პროგრამის ოფიცერმა მაკო ყუფარაძემ და ექსპერტმა მაკა ჭიხორიამ დააფიქსირეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)