|
2017-06-26 15:30:37, 1938 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში ორი კომბინირებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ნაძალადევის რაიონში 2 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, 8 მისამართზე კი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ზღვის უბანში (თემქა), 159-ე საჯარო სკოლასთან, ასევე ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში განახლებული სტადიონები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „წელს მინიმუმ 14 მოედანს განვაახლებთ, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მოზარდების სპორტულ აქტივობას. კიკვიძის პარკში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ფრენბურთისა და კალათბურთის მოედანს. გასულ წელს აქ ფეხბურთის სტადიონიც განახლდა. თემქაზე, 159-ე საჯარო სკოლასთან კი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებულ მოედანს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სტადიონებზე დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, დამონტაჟდა იზოლირებული ლითონის ბადე, მოძველებული კალათბურთის ფარები ახლით შეიცვალა და განახლდა ფეხბურთის კარები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)