|
2017-06-26 15:18:02, 1770 ნახვა
საზოგადოება
ალიკანტეს უმდიდრეს საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე მოეწყობა
ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, საქართველოს საგარეო სამინისტროს ინიციატივით და ძალისხმევით ალიკანტეს უნივერსიტეტსა და საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის შედეგადაც ალიკანტეს უმდიდრეს საჯარო ბიბლიოთეკაში ქართული კუთხე მოეწყობა. საგარეო უწყების ინფორმაციით, წიგნების პირველი ნაწილი ბიბლიოთეკას უკვე მიეწოდა. მათივე ცნობით, ქართულ კუთხეში განთავსებული იქნება, როგორც ქართველი მწერლების ნამუშევრები, ასევე, ესპანური ლიტერატურის ქართულენოვანი თარგმანები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე გამოითქვა მზაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ფაკულტეტების დამეგობრებასთან და ესპანეთსა და საქართველოში ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციების ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვარლამ ბაძაღუამ გამართა შეხვედრა ალიკანტეს უნივერსიტეტის რექტორთან მანუელ პალომართან და რამდენიმე ფაკულტეტების დეკანთან, შეხვედრას ასევე ესწრებოდა სენატორი ფრანკო გუტიეზი, რომელიც ესპანეთში ქართული დიასპორის ქომაგია. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა ესპანეთში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციასთან ,,საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები'', სადაც განხილული იქნა დიასპორის პროგრამები და დიასპორის სახელმწიფოს სტრატეგია „ერთიანი დიასპორა ძლიერი საქართველოსთვის". აღნიშნულ ასოციაციასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა, სადაც ისწავლება ქართული ენა, საქართველოს ისტორია, ქართული ფოლკლორი. ასოციაცია სისტემატურად მონაწილეობს ქალაქის მუნიციპალიტეტის დღესასწაულებში, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და საერთაშორისო ფესტივალებში, სადაც წარადგენს საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)