|
2017-06-26 13:46:23, 2216 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები აქციებს აანონსებენ
ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ახლობლები პროკურატურასთან აქციებს აანონსებენ. როგორც ჟურნალისტებს საქალაქო სასამართრლოში დეკანოზის ნათლულის ძმამ ოთარ მამარდაშვილმა განუცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, საქმეზე მიმდინარე პროცესები საჯარო იყოს. მამა გიორგი მამალაძის მხარდამჭერები, სავარაუდოდ, პირველ აქციას მიმდინარე კვირაში გამართავენ. „რაც შეეხება პროტესტს, ლამის უკვე ნახევარი თბილისი აჭრელებულია წარწერებით- „თავისუფლება მამა გიორგის“. დარწმუნებული იყოს პროკურატურა და მისი წარმომადგენელი, სანამ პროცესი არ გაიხსნება, არ მოვასვენებთ. სწორედ ამას ითხოვს მამა გიორგი, რადგან მას საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს. პროკურატურა დარწმუნებული იყოს, რომ კიდევ ერთხელ გადატყდება წელში“,-აღნიშნა ოთარ მამარდაშვილმა. მისივე განმარტებით, დიდი იმედი არ აქვს, რომ მათი პროტესტი შედეგს გამოიღებს, თუმცა აქციით სურთ საზოგადოებას დაანახონ, რომ მამა გიორგი მარტო არ არის. „დროა, საზოგადოება გამოფხიზლდეს, დუმილი დანაშულია, როცა უდანაშაულოდ სჯიან ადამიანს“,-განუცხადა ჟურნალისტებს მამა გიორგი მამალაძის ნათლულის ძმამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)