|
2017-06-25 15:35:46, 2264 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: მოგმართავთ თხოვნით, ლოცვები გავაძლიეროთ, რათა ბოროტმა ძალამ საქართველოს დაპყრობა ვერ შეძლოს
„მოგმართავთ თხოვნით, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს საქართველოს დაპყრობა“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. უწმინდესმა ღირსი იოანე მთაწმინდელის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღირსი იოანე იყო განსაკუთრებული. "მართლაც საოცარია განგება ღვთისა, ერი უნდა იყოს ღვთისა, რომ მისგან აღამაღლოს რჩეული ერისა. ასეთი რჩეული იყო იოანე, მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა, რომელმაც გადაწყვიტა წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა. წმინდა იოანე განსაკუთრებულია, მან უხელმძღვანელა ჯარს და გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია",-აღნიშნა პატრიარქმა. ცნობისთვის, დღეს მართლმადიდებელი ეკლესია იოანე მთაწმინდელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)