|
2017-06-25 10:46:21, 1944 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ
შსს-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის “ მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს ამავე ქალაქის 26-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნიკა გელაშვილი შეხვდა. სააგენტოს დირექტორი უფროსკლასელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროექტში მოზარდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას. მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე, საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მოზარდები მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაესწრნენ. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ. შეხვედრის დასასრულს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოსწავლეებს საჩუქრად მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი და მადლობის სიგელები გადასცა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)