|
2017-06-24 14:10:06, 2075 ნახვა
საზოგადოება
„შეზღუდული შესაძლებლობები არსებობს“ - შშმ პირებმა რუსთაველის გამზირზე აქცია გამართეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა აქცია-მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს პარლამენტის შენობასთან დაასრულეს. მსვლელობაში ათობით ადამიანი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერები. მათ ხელისუფლებას შშმ პირების უფლებების შელახვის შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. "ჩვენ აქ ვართ და არსად წასვლას არ ვაპირებთ!", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ამასთან, შშმ პირებმა ხელისუფლებისგან გაერო-ს კონვენციით გათვალისწინებული მუხლების ამოქმედება მოითხოვეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, გაერო-ს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კონვენციის მუხლების შესრულებას საქართველოს ხელისუფლებამ 3 წლის წინ მხარი დაუჭირა, თუმცა რეალური ნაბიჯები ამ მხრივ არ გადადგმულა. ცნობისთვის, გაეროს კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა რეალიზება, მათი თანდაყოლილი პიროვნული ღირსების პატივისცემა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)