14:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 17:53:43, 2460 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ეროვნული უშიშროების საბჭო კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯეა, რომელიც სწორდება

„ეროვნული უშიშროების საბჭო ის ორგანოა, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ფუნქციებს, ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და უსაფრთხოების სისტემაზე.

„ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად არის მოკლებული ფუნქციებს, ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე და ესეც არის ერთ-ერთი სიმახინჯე კონსტიტუციის, რომელიც სწორდება.  ესენი არიან ე.წ. თავდაცვის თემი, რაღაც ტერმინებს იგონებენ. ადამიანები კითხვებს ვერ სვამდნენ კომიტეტის სხდომაზე და ეწოდებათ მათ, სამწუხაროდ, თავდაცვის ექსპერტები. ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციის მოწესრიგება. ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი პროგრამული პასუხისმგებლობა, ეს დაპირება ჩვენ მივეცით ამომრჩეველს 2016 წლის არჩევნების წინ რომ დაიხვეწებოდა, ქვეყნის ძირითადი კანონი და ეს დაპირება დღეს სრულდება როგორი ხელშემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს, ხელს ვერავინ ვერ შეგვიშლის ამაში, ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული“,-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასახლის ღობის საქმე - დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics