22:06 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 13:44:28, 2266 ნახვა

ეკონომიკა
გაემგზავრეთ პრაღაში მხოლოდ 200 ლარად

ერთგული ბარათი შესაძლებლობას გაძლევთ  თბილისი-პრაღის ორმხრივი ბილეთი მხოლოდ 200 ლარად შეიძინოთ.

ბილეთების შეძენა დღეიდან 30 ივნისამდეა შესაძლებელი,  ხოლო მგზავრობის პერიოდია 23 ივნისიდან  31 ივლისის ჩათვლით.

 აქციაში „თიბისი ბანკის“ შემდეგი საკრედიტო ბარათებია ჩართული: ერთგული ბარათი  (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი) და პრაიმ ბარათი (პლატინუმი, გოლდი, კლასიკი).

 ბარათის მფლობელს ერთდროულად ორი ბილეთის შეძენა შეუძლია, აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მგზავრი თავად იყოს. თუმცა რაოდენობაზე შეზღუდვა არ ვრცელდება თუ ბილეთებს ოჯახის წევრებისთვის ყიდულობთ.

 აქცია  ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის" ბილეთებზე მოქმედებს, რომელიც პრაღის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ ახორციელებს, ყოველ სამშაბათს და პარასკევს.

 ბილეთების შეძენა შესაძლებელია „აირზენა ჰოლიდეის" და  „ჯორჯიან ეარვეისის" ოფისებში შემდეგ მისამართებზე: აღმაშენებლის გამზირი #127, სამუშაო საათები 10.00-19.00, მეტეხის ქ. # 22, სამუშაო საათები 10.00-19.00,  რუსთაველის გამზირი  #12,  სამუშაო საათები 09.00-18.30, თბილისის აერპორტი, სამუშაო საათები 00.00 - 00.00

ბილეთების ერთგული ბარათით შეძენისას, თქვენ დააგროვებთ ერთგულ ქულებს, რომელსაც თქვენი სურვილისამებრ დახარჯავთ.

ერთგული ბარათი მომხმარებლებს მომავალში ბევრ საინტერესო სიახლეს ჰპირდება, იმისათვის, რომ პირველებმა შეიტყოთ აქციების შესახებ და ასევე, შეამოწმოთ დაგროვილი ქულები,  ეწვიეთ ერთგულის ვებგვერდს www.ertguli.ge.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics