|
2017-06-22 10:55:18, 1779 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრნენ
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კალათბურთელებსა და მსჯავრდებულებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ. სპორტულ ღონისძიებას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე და სუპერლიგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ზამბახიძეც ესწრებოდნენ. კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს საჩუქრად კალათბურთის ბურთები, მაისურები და შორტები გადასცეს. კახა კახიშვილმა სტუმრებს N16 პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურა, გრძელვადიანი პაემნებისათვის განკუთვნილი ოთახები, პურის საცხობი, სასადილო და სპორტული დარბაზები დაათვალიერებინა. სასჯელაღსულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია წარმოადგენს. „N16 პენიტენციურ დაწესებულებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. დღევანდელი ამხანაგური მატჩი მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას ემსახურება. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციას,“ - აღნიშნა კახა კახიშვილმა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც ითანამშროლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან და სპორტული აქტივობები ერთობლივად განახორციელონ. „მსჯავრდებულებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ სურვილის შემთხვევაში, სპორტული აქტოვობებით დაკავდნენ. აღსანიშნავია, მათი სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარული. მოხარული ვარ, რომ დაწესებულებაში მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ ცხოვრების ჯანსაღი წესი აირჩიონ,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა. სპორტული ღონისძიება სასჯელაღსურლების და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა. (NS)
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)