11:32 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 11:27:48, 1864 ნახვა

საზოგადოება
„მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა

17 – 18 ივნისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის ლიგის მერვე ტურის შეხვედრები „მარაკანასა“ და „ავაზას“ სტადიონებზე გაიმართა.

უმაღლეს ლიგაში ცენტრალურ შეხვედრაში ლიდერები „სეუ“ – „უქიმერიონი“ 0:0 დაზავდნენ. მოულოდნელი მარცხი იწვნია „სსგ აფხაზეთმა“ – „დიდუბესთან“ 0:2. დანარჩენ შეხვედრებში წყვილის ფავორიტებმა დაგეგმილი ქულები აიღეს. ტურის საუკეთესო ფეხბურთელი „35-ე თბილისის“ შემტევი გიორგი მაჭარაძე გახდა, რომელმაც „ბასკისთან“ შეხვედრაში თავი სამი გოლითა  და საგოლე პასით გამოიჩინა.

პირველ ლიგაში იმარჯვეს ლიდერებმა, შესაბამისად სატურნირო ცხრილი უცვლელი დარჩა. გამორჩეული ფეხბურთელი „პლატინუმის“ ლეგიონერი ემანუელ იაგერი გახდა, რომელმაც „დანილენდს“ 6 გოლი გაუტანა.

თბილისის ლიგის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია „აჭარა“, ტელეკომპანია „თრიალეთი“, ინტერნეტ პორტალები: „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო”, რადიო „ჯაკო“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics