2017-06-19 11:43:02, 2221 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ქართული საზოგადოებისთვის მიცემული დანაპირები შეასრულა.
"რეფორმას ჰქონდა 2 მთავარი ამოცანა. პირველი-ჩვენ უნდა მოგვეყვანა კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და ეს ყველაფერი დაადასტურა ვენეციის კომისიამ. მეორე- გვინდოდა, ჩამოგვეყალიბებინა ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამას ცხადყოფს ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე. ძალიან დაუხვეწავ, არადემოკრატიულ კონსტიტუციას, ძალიან დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით ვცვლით",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან