10:53 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 16:01:26, 2089 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერი ამბობენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე ევროპარლამენტმა ის თქვა, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ამბობენ.

სესიაშვილის თქმით, საერთო ინტერესია, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

„ამ შემთხვევაში, ევროპარლამენტმა თქვა ის, რასაც ჩვენი ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ვამბობთ. ამ საქმესთან დაკავშირებით სრულყოფილი გამოძიება სწრაფად უნდა ჩატარდეს და საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხრათ, რეალურად რა მოხდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტთან დაკავშირებით არანაირი შემხებლობა არ აქვთ. რაც მოხდა, ცუდია და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დაზიანდა. ჩვენი ღირსების საკითხია, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და ყველამ გაიგოს, რა მოხდა“, - განაცხადა სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ე​ვროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლუცია მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics