10:54 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-15 09:43:45, 2183 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
ადვოკატი: ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი აქცენტები გაკეთდება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ მირებულ რეზოლუციაში საქართველოს მიმართ ძალიან ცუდი აქცენტები იქნება გაკეთებული.

როგორც ჩოფიკაშვილმა აღნიშნა,  საქართველოში გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს. 

"საქმეს დღემდე რაიონული განყოფილება იძიებს, როცა კანონით მთავარი პროკურატურა უნდა იძიებდეს. ნაცვლად იმისა, რომ ხდებოდეს ძირითადი ვერსიის გამოძიება მონაწილეობდნენ თუ არა ქართული სპეცსამსახურები გატაცებაში, ხდება მოწმეების შეგროვება, ვინც არაფერი იცის საქმესთან დაკავშირებით. სწორედ ასეთი გამოძიების პირობებში, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება გამოძიების მიმდინარეობა ეფექტურად. სწორედ ამიტომაც, საქართველოს კრიტიკა იქნება“, - განუცხადა ჩოფიკაშვილმა საზოგადოებრივს.

ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტში რეზოლუციის პროექტზე დებატები გაიმართება, რომელიც აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობას და აფგან მუხთარლის საქმეს ეხება.  

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან 29 მაისს გატაცებული აფგან მუხთარლი ბაქოს იზოლატორში იმყოფება. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics