01:33 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 20:21:47, 2400 ნახვა

მსოფლიო
ლონდონში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, დაშავდა 69 ადამიანი

ლონდონში მომხდარ ძლიერ ხანძარს 12 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, ექვს სხვადასხვა საავადმყოფოში 68 ადამიანია გადაყვანილი. მათგან 18 კრიტიკულ მდგომარეობაშია. 

საავადმყოფოში მოთავსებული მოქალაქეების უმრავლესობას კვამლით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება.

ადგილზე ამ დრომდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. 

„გრინფელ ტაუერში“ მცხოვრები ასობით ადამიანის დასახმარებლად სოციალურ ქსელში კამპანია მიმდინარეობს ჰეშთეგით #GrenfellTower.

შეგახსენებთ, რომ ლონდონში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძარი ლონდონის დასავლეთით, Grenfell-ის მრავალსართულიან საცხოვრებელი კომპლექს გაუჩნდა. არსებობს საშიშროება, რომ შენობა ჩამოინგრევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics