08:44 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 16:08:28, 1867 ნახვა

საზოგადოება
FAO-ს სათაო ოფისში საქართველოში აგროტურიზმის განვითარებაზე იმსჯელეს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სათაო ოფისში მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის შესახებ (Globally Important Agricultural Heritage Systems (GIAHS) სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმ,აციით,  ევროპის და აზიის რეგიონის ქვეყნების მონაწილეებთან ერთად, შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, გიორგი ღამბაშიძე ესწრებოდა. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენელმა სამეცნიერო კომიტეტს ინფორმაცია მიაწოდა იმ აგროლანდშაფტების შესახებ, რომლებსაც შეიძლება GIAHS-ის სტატუსი მიენიჭოს, რაც მნივშენლოვნად შეუწყობს ხელს აგროტურიზმის განვითარებას და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics