თბილისის მერი დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც მოადგილეებთან, მთავრობის წევრებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

" />
07:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 15:38:35, 1831 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან პანაშვიდს დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან იმყოფებოდა, სადაც მოადგილეებთან, მთავრობის წევრებთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან ერთად პანაშვიდს დაესწრო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მთავრობა მუდმივად სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების გვერდში დგას და მნიშვნელოვანია, რომ ის დიდი დანაკარგი რაც ამ ადამიანებმა ნახეს მაქსიმალურად შემსუბუქდეს.

„2 წელი გავიდა 13-14 ივნისის სტიქიიდან. ჩვენ გავიხსენეთ ის ადამიანები, რომლებიც შეეწირნენ ამ დღეებს და გვერდში ვუდგავართ მათ ოჯახებს, ვანუგეშებთ. ადამიანების სიცოცხლე არის ყველაზე დიდი დანაკარგი, რომელიც ამ სტიქიის შედეგად მივიღეთ. სხვა დანარჩენი ყველაფერი აღდგა, ყველაფერი მოწესრიგდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს ადამიანები და ყოველთვის უნდა მოვიდეთ 13 ივნისს აქ, ამ ადგილას, მოვეფეროთ მათ ოჯახებს და ვანუგეშოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics