06:05 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 18:31:17, 2508 ნახვა

სამართალი საზოგადოება
სააპელაციო სასამართლო ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის სააპელაციო სასამართლო ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს. 

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ (მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი) ბრალდებულების გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დასაშვებად ცნო და შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებების მართლზომიერების შესაფასებლად საქმეთა ზეპირი მოსმენა დანიშნა. 

ბრალდებულებს გ. ქებურიასა და მ. მგალობლიშვილს ბრალად ედებათ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ნარკოტიკული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. 

2017 წლის 12 ივნისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებებით დაკმაყოფილდა დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები ორივე ბრალდებულის მიმართ. ბრალდებულ მ. მგალობლიშვილს პატიმრობის ნაცვლად, დაცვის მხარის მოთხოვნისამებრ, შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50.000 ლარის ოდენობით, ხოლო ბრალდებულ გ. ქებურიას - გირაო 20.000 ლარის ოდენობით. ამასთან, ბრალდებულებს დაევალათ წინასასამართლო სხდომამადე კვირაში ერთხელ გამოცხადდნენ საგამოძიებო ორგანოში ანგარიშგების ვალდებულების შესასრულებლად, ჩააბარონ საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics