06:07 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 09:46:13, 1758 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუდნება

საქართველოს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუდნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12 ივნისს ხანომკლე წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი, ჰაერი +31 გრდუსამდე გათბება, 13 ივნისს +28 გრადუსი და წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, ხოლო 14 ივნისს +31 გრადუსი სითბო იქნება.

დედაქალაქ თბილისში 12 ივნისს +19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 13 ივნისს +27 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, 14 ივნისს კი ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება. ამ დღესაც ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ.

რაც შეეხება დასავლეთს, დასავლეთ საქართველოს ბარში 12 ივნისს ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, 13 ივნისს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და +31 გრადუსი იქნება, 14 ივნისს კი +28 გრადუს სითბოსა და ზოგან ხანომკლე წვიმას პროგნოზირებენ.

მთიან და მაღალ მთიან  ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics