04:35 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-10 10:59:49, 1784 ნახვა

საზოგადოება
გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექთნების გადამზადება დასრულდა

რეგიონული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექთნების გადამზადება დასრულდა.

ექთნებს პირადად გაესაუბრა და გადამზადების შესახებ ინფორმაცია მედპერსონალისგან პირადად მიიღო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ დავით ტორუამ.

„სასწავლო კურსი უახლეს გაიდლაინებსა და პროტოკოლებზეა დაფუძნებული. ექთნები პირველადი დახმარების მიმართულებით უახლეს ინფორმაციას ეცნობიან, ერთვებიან პრაქტიკულ მეცადინეობებში. ყოველივე ეს უკვე დადებითად აისახა მათ კვალიფიკაციაზე, რაც თავის მხრივ, რეგიონებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარისხს ზრდის,“ - განაცხადა დავით ტორუამ.

ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე ტრენინგები 4 დღეს მიმდინარეობდა. ტრენერებმა ექთნები პირველად სამედიცინო დახმარებაში მოამზადეს. თეორიულ სწავლებასთან ერთად მედპერსონალი პრაქტიკულ მეცადინეობებშიც ჩაერთო.

ტრენინგის ფარგლებში ექთნებმა ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენება, ელექტროკარდიოგრამის გადაღება, სისტემის აწყობა, გულ-ფილტვის რეანიმაცია, ტრავმისა და სასუნთქი გზების  უცხო სხეულით  ობსტრუქციისას გადაუდებელი მდგომარეობების მართვის ძირითად პრინციპები შეისწავლეს და   უახლეს პროტოკოლებს გაეცნენ.

ტრენინგის დასრულების შემდეგ ექთნებს ტესტირება ჩაუტარდებათ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი, სერტიფიკატები გადაეცემათ.

ამ ტიპის ტრენინგი მედპერსონალს პირველად ჩაუტარდა. გადამზადება პერმანენტული ხასიათისაა და სწავლებაში გადაუდებელი დახმარების ცენტრის ყველა ექთანი ეტაპობრივად ჩაერთვება. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics